საქართველოში 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საწინააღმდეგო კოალიცია იქმნება

ქართველი ექსპერტების ჯგუფი და ფონდ “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი ეგორ კუროპტევი აყალიბებენ “კოალიციას სუვერენული არჩევნებისთვის”, რომელიც საქართველოს დღის წესრიგზე გარე გავლენის ინსტრუმენტების შესწავლით დაკავდება.

გარდა ამისა, კოალიციის საქმიანობაში შევა საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და რეაგირების მეთოდების ჩამოყალიბება იმ ხელოვნურად თავს მოხვეული პროცესების მიზეზებსა და შედეგებზე, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

«ბოლო პერიოდში საქართველოს ერთი მეორეს მიყოლებით თავს დაატყდა უჩვეულო აქტივობები: დავით-გარეჯი და დიასპორასთან ურთიერთობების ესკალაცია, ჯავახეთისა და სომხურ თემთან ურთიერთობის საკითხი, კონფერენცია თემაზე «საქართველო – რუსეთსა და თურქეთს შორის», ლეგენდარული პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ტოპ-მენეჯერი გახლდათ მსხვილი რუსული კომპანიებისა, როგორიცაა «АФК Система», “Ростелеком” და სხვები. ამასთანავე, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში რუსული ფულის აქტიურობა ძლიერდება, იმართება რუსეთის პრეზიდენტის გრანტებით დაფინანსებული ტრენინგები “RussiaToday”-ს მენეჯერებისა და სხვათა მონაწილეობით... ეს ყველაფერი ხდება ქართულ ბაზარზე სულ უფრო მეტი რუსული კომპანიის საქმიანობის გაშლის ფონზე" - განმარტავენ კოალიციის მესვეურები. 

ეგორ კუროპტევის აზრით, "კრემლი აქტიურად ემზადება საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ქვეყანაში კარგად გააზრებულ კამპანიას ახორციელებს, რომელსაც საზოგადოებისა და ექსპერტების დონეზე მაინც უნდა დავუპირისპირდეთ” .

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp