როდის გაიმართება „თბილისი პრაიდი“ – ორგანიზატორის კომენტარი

„თბილის პრაიდის“ ერთ–ერთი ორგანიზატორის თამაზ სოზაშვილის განცხადებით, „ღირსების მარში“ აუცილებლად გაიმართება, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კონკრეტულ დროს ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს. 

„კონკრეტულ თარიღს ვერ ვასახელებთ. „თბილის პრაიდის“ დღეს გავრცელებული განცხადება არის მიმართვა სახელმწიფოს მიმართ, რომ ძალადობრივმა ჯგუფებმა მშვიდობიან მოქალაქეებზე არ იძალადონ“, – განაცხადა სოზაშვილმა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას.

ამასთან, მან საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდა, „დადგნენ თანასწორობის მხარეს“.

„მინდა, მივმართო საქართველოს საპარტიარქოს, ხელი შეუწყონ მშვიდობის მშენებლობას, არ გააკეთონ ძალადობისკენ მოწოდებები და ცალსახად დადგნენ თანასწორობის მხარეს“, – დასძინა მან.

კითხვაზე, თუ დაპირისპირება მოხდება, ვინ იქნება პასუხისმგებელი, ორგანიზატორ აცხადებს, რომ შსს და სახელმწიფო.

„იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც „ღირსების მარშის“ მონაწილეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – დასძინა  სოზაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი