აშშ–ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს: "ეს არის ისტორიული დღე და მოვლენა!"

აშშ–ს სურს, გაწევრიანდეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ემა დოილმა ბაქოში, ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს  სხდომაზე განაცხადა.  

აღნიშნულ ორგანიზაციას სადღეისოდ საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს.    

„შეერთებული შტატები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით UNWTO-სა და მის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს იწყებს. ორგანიზაციის წევრობა აშშ–ის ტურიზმის სექტორს დიდ სარგებელს მოუტანს. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ UNWTO ამ სექტორის მნიშვნელოვანი გაძლიერების და ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას შექმნის. ამასთან, ორგანიზაციის წევრობა აშშ–ში არსებული ტურისტული ადგილების მაღალ დონესაც გაუსვამს ხაზს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც "აქცენტს" გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განუცხადა, "ეს არის ისტორიული დღე და მოვლენა!" 

"23 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებილი შტატები ბრუნდება ჩვენს დიდ ოჯახში. ეს არის უდიდესი პოტენციალი, რიმელიც უნდა გამოიყენოს ყველა წევრმა სახლემწიფომ. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ჩემი მანდატის პერიოდში ესეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის" - განუცხადა "აქცენტს" ზურაბ პოლოლიკაშვილმა. 

ცნობისთვის: გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი 2017 წელს დაამტკიცეს. სადღეისოდ ორგანიზაციაში 158 ქვეყანაა გაწევრიანებული.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"უნდა დავაფასოთ პიროვნება, ხელი შევუწყოთ და თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას"