პოლონეთი ტუმსო აბდურახმანოვის რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი უახლოეს ხანებში რუსეთში იქნება დეპორტირებული. ეს გადაწყვეტილება პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა მიიღო. თავად აბდურახმანოვმა შესაბამისი დოკუმენტი თავის ტელეგრამ–არხზე გაათავსა კომენტარით "ცა იღრუბლება".

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბლოგერის თხოვნა მისთვის საერთაშორისო დაცვის გამოყოფის შესახებ მიუღებელია და სასაზღვრო ოფიცერი ტუმსოს რუსეთში დაბრუნებას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას იქ იძულებითი წესით გააგზავნიან. 

ცნობისთვის: ტუმსო აბდურახმანოვი პოლონეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა იგი მხოლოდ მის ოჯახს მიანიჭეს. აბდურახმანოვმა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში ვარშავის სასამართლოსგან უარი მიიღო. 

აბდურახმანოვი თავშესაფარს საქართველოშიც ითხოვდა, თუმცა სახელმწიფომ უარი უთხრა. . 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"პატრიოტთა ალიანსმა" სამოქმედო გეგმა წარადგინა