ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის, სამობილიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები,  სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის. პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინჟინრო თვალსაზრისით ურთულეს მონაკვეთს წარმოადგენს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს