აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების ძიება განახლდება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების მიზნით გათხრების მორიგ ეტაპს იწყებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტები 19 ივნისიდან სექტემბრამდე 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხზე იმუშავებენ.

2010 წლიდან გათხრების პროცესის ფარგლებში, ითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 430-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული. აქედან 163 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაეცა ოჯახებს. სხვა მოძიებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა