ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა

სააკაძის მოედანზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა. 

პოლიციის მანქანების გარდა, ადგილზე შეინიშნება საპატრულო პოლიციის პიკაპების გადაადგილება.

როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს ადგილზე პოლიციელთა მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოხდა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"