„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“ - „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ [VIDEO]

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც თვითმხილველებმა საქართველის პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp