ღვინის ფესტივალთან დაკავშირებით, ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტება

„ახალი ღვინის ფესტივალი 2019“-თან დაკავშირებით, დღეს, ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტება. აღნიშნული ინფორმაცია „აქცენტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი - ოქროყანა - მთაწმინდის პარკის გზაზე, კერძოდ ოქროყანის გადასახვევიდან მთაწმინდის პარკამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაიკეტება.

მთაწმინდის პარკის და ოქროყანის გზაჯვარედინიდან ფესტივალზე დამსწრე მოქალაქეებს სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები მოემსახურებიან.

საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს ღონისძიების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp