„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას“

„სამეგრელო ერთ-ერთ ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობის  მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აგროსაინვესტიციო ფორუმი ყველა რეგიონში ჩატარდება, რათა აგროსასურსათო კუთხით მათი პოტენციალის წარმოჩენა მოხდეს.

„ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წარმოების ზრდა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების გარეშე წარმოუდგენელია.  შესაბამისად, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დარგის სტიმულირების, განვითარების და ხელშეწყობისთვის არაერთი აგროპროექტი შემუშავდა, წარმატებით ხორციელდება და დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი  ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებასა და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp