"დღეს ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე - კონკრეტული შედეგი გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობის სწრაფი ტემპით დაწყებას"

„დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე. კონკრეტული შედეგი გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობის დაწყებას სწრაფი ტემპით,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა. მისი თქმით, საქართველომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა მისი ტრანზიტული ფუნქციის სრულფასოვანი რეალიზაცია მოხდეს.

„მსურს, კიდევ ერთხელ დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით, რომ აღნიშნული პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ პროექტის რეალიზაცია უმოკლეს ვადაში. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები გრძელდება მათ შორის, მოლაპარაკებები გრძელდება კრედიტორებთან. ასევე, კონსორციუმს, მის აქციონერებს კონკრეტული ვალდებულები აქვთ შესასრულებელი. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე. კონკრეტული შედეგი გულისხმობს მშენებლობის დაწყებას სწრაფი ტემპით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა შევძლოთ ჩვენი პორტის ტრანზიტული ფუნქციის სრულფასოვანი რეალიზაცია. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის დამოკიდებული ვალდებულების შესრულებაზე, ეს არის დამოკიდებული იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს,” - განაცხადა ბახტაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp