საქართველოში ჩამოსული რუსი დეპუტატი: "მინდა, რომ დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი"

საქართველოში ჩამოსულ რუს დეპუტატს, ალექსი ჩეპას სურს, რომ ქვეყნები გაერთიანდნენ და საბჭოთა კავშირი დაბრუნდეს. ამის შესახებ მან Prime Time-ს განუცხადა. ამასთანავე, ჩეპა არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

ჟურნალისტმა ჰკითხა იმ პროტესტზე, რომელიც რუსეთი დელეგაციის ჩამოსვლას მოჰყვა. ჩეპამ თქვა, რომ ჩამოსვლას წყვეტენ არა ადამიანები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები:

"თქვენ იკითხეთ ვინ არიან ეს ადამიანები? ვის წარმოადგენენ? საქართველოში სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობს. როდესაც ჩემმა ნაცნობმა ქართველებმა გაიგეს, რომ ჩამოვდიოდი, ძალიან ბევრმა სტუმრად დამპატიჟა".

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც თბილისში პირველად იმართება, სამი რუსი დეპუტატი ჩამოვიდა. მათ ჩამოსვლას საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“