თბილისში უხვი ნალექის შედეგად დატბორვის ფაქტებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 90-მდე შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან თბილისში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შემოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას.

„შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"