"რაც აქ ხდება, ამას სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი ჰქვია"

შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილონ. 

"მოვუწოდებ ერთმნიშვნელოვნად, დაემორჩინო პოლიციიის მოთხოვნას. რაც აქ ხდება ამ ყველაფერს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი ჰქვია. დანარჩენს რომ შევალ, მერე გეტყვით",– განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. ის ამ დროისთვის სავარაუდოდ, პარლამენტის შენობაში იმყოფება.  

პარტლამენტთან სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობენ. ადგილზე შეხლა–შემოხლაა პოლიციასთან. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.  

აქციის მონაწილეები სამი თანამდებობის პირის – სუსის უფროსის, შს მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp