13 მაისს საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმის" ცნობით, ახალ ქსელზე გადაერთების გამო, 13 მაისს, დღის 12:00 საათიდან 14 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება საბურთალოს რაიონში რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება. ეს ქუჩებია: კანდელაკის, ბუდაპეშტის და მიმდებარე ქუჩები, ასევე, ნუცუბიძის ქუჩა და ვაჟა-ფშაველას გამზირი.

კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 3 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი და წყალმომარაგებისთვის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები გაკეთდა.

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp