თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ

თბილისის რიგ უბნებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. მიზეზად კომპანია "თელასში" გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ და აბონენტებს  დიკომფორტისთვის ბოდიშს უხდიან. რაც შეეხება ქუჩებს, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თავისუფლების მოედნის, ვილნიუსის სკვერის, გალაკტიონ ტაბიძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, შალვა დადიანის (ნაწილობრივ), ასათიანის, ჭონქაძის, მთაწმინდის, კრავეიშვილის, კირილე უკლებას, სულხან-საბას, ინგოროყვას, ჩიტაძის, დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ავლევის, ვახტანგ მოსიძის, არსენას, ბესიკის, ვეძინის, კოტეტიშვილის, მესხის, ყიფიანისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, პიმენ ყურაშვილის, ნიკოლოზ ჩაჩავასა და კატო მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის მე-9 კილომეტრის, ლუბლიანას, ტერევერკოს, ნოდარ ბოხუას, წინამძღვრიშვილისა და ბაქოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლებისა და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ჯავახეთისა და შანშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლებისა (ნაწილობრივ) და დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის გზატკეცილის, სარაჯიშვილის, ილორის, ქერჩის, ვეკუას, ხიზაბავრის, ვასაძის (გლდანი), ხევძმარის, კონსტანტინე ლესელიძის (გლდანი), ხიზანიშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭედიას, თიანეთისა და კობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, მუხიანის ნაკვეთების (ნაწილობრივ), ავშნის, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, ევგენი ღვალაძის (ნაწილობრივ), გობრონიძის, ლაგურაშვილისა და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp