ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

მადრიდში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც მადრიდში 210-დან საუკეთესო 16 მონაწილეს შორის მოხვდა, ახალ რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა და ამ ეტაპზე მე-13 ადგილს იკავებს.

ექვსი საფეხურით წავიდა წინ მიხეილ მარდალეიშვილი . ის 48-ე ადგილზეა. ბექა ბაზაძე 56-ე პოზიციას იკავებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp