მაჩალიკაშვილი: "ექვსი ქისტი დააკავეს"

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ექვსი ქისტი დააკავეს.  

მისი თქმით, დაკავება აქციიდან 200 მეტრის მოშორებით, "გალერიის" მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. 

მაჩალიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მისი პროვოცირება სცადეს, რადგან იფიქრეს, რომ ის მისი მხარდამჭერების დაკავებისას, სამართალდამცველებთან ჩხუბს დაიწყებდნენ. 

ამასთან, როგორც მაჩალიკაშვილი ამბობს, მას სამართალდამცველებმა რეზინის ტყვია დამიზნებით ესროლეს თავის არეში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp