პომპეო პუტინთან შეხვედრამდე ბრიუსელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთში გამგზავრებამდე შეხვედრებს ბრიუსელში გამართავს.  ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანის საკითხს განიხილავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეო რუსეთის დედაქალაქში აღარ ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სოჭში 14 მაისს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მაიკ პომპეო მოსკოვის აგრესიულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ვენესუელის, სირიის, „ბირთვული ძალების შეთანხმებისა“ და აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხებს შეეხება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp