წამყვანი დაღესტნური მედიასაშუალებები საპროტესტო აქციაში ჩაერთვნენ

წამყვანმა ჩრდილოეთკავკასიურმა გამოცემებმა დღეს დაღესტენლ ჟურნალისტ აბდულმუმინ გაჯიევის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ყოველკვირეულების “Новое дело”, “Свободная республика” და “Черновик” 21 ივნისის ნომრებში პირველ გვერდებზე მსხვილი შრიფტით დაბეჭდილია ლოზუნგი «მე/ჩვენ აბდულმუმინ გაჯიევი ვართ». 

მანამდე, 10 ივნისს ანალოგიური აქცია ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად ჩაატარეს გამოცემებმა “РБК”, “Коммерсантъ” და “ვედომოსტი”.

გაზეთ “Черновик”-ის რედაქცია, რომელშიც გაჯიევი მუშაობს, აცხადებს, რომ საქმეში რეალური მტკიცებულებები არ მოიპოვება, ხოლო გამოძიების ერთადერთი მოწმე - მეწარმე ქემალ ტამბიევი  ამბობს, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩვენება საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა წამების შედეგად მიაცემინეს.

    •  აბდულმუმინ გაჯიევი დაღესტნური ყოველკვირეული გამოცემის რელიგიის განყოფილების რედაქტორად მუშაობდა. გამოძიების ვერსიით, 2013 წლიდან იგი რუსეთში აკრძალულ ორგანიზაცია”ისლამურ სახელმწიფოს” აფინანსებდა, თუმცა თავად ჟურნალისტი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.​ ჟურნალისტების უფლებების დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა გაჯიევის გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ ტერორისტული მუხლებით სისხლის სამართლებრივი დევნა ჩრდილოეთ კავკასიისთვის სულ უფრო ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა ხდება.

    • გამოცემა “Медуза”-ს ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავეს. როგორც თავად განაცხადა, ნარკოტიკული საშუალებები მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს. გოლუნოვის დასაცავად რუსეთში საპროტესტო აქციებზე ათასობით ჟურნალისტი, საზოგადო და კულტურის მოღვაწე გავიდა. შედეგად იგი ჯერ შინაპატიმრობაში გაუშვეს, ხოლო 11 ივნისს რუსეთის შს მინისტრმა ბრალის დაუდასტურებლობის გამო გოლუნოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“