ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე მამაკაცის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, მისი მდგომარეობა მძიმეა

ალადაშვილის კლინიკაში მოთავსებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდა, დაზიანება თავში აქვს მიყენებული.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს თავში ერთი ჭრილობა აქვს, რომელიც სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით აქვს მიყენებული. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

მათივე ინფორმაციით, პაციენტის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთები და მისთვის არც ახლობლებს მიუკითხავთ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მძიმე, თუმცა კრიტიკული არაა „ნიუ ჰოსპიტალსში” მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც წუხელ და გამთენიისას თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავდნენ, უწყების ინფორმაციით, მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მოსკოვი თბილისისგან საპასუხო ნაბიჯებს ითხოვს