“ერთობლივი ევროპული მომავლის ზღაპარი, რომელშიც საქართველო გვეპატიჟებოდა, საბოლოოდ დაიმსხვრა”

20 ივნისის საღამოს-ღამით თბილისში განვითარებული მოვლენები სხვადასხვა კავკასიურ ინტერნეტ-ფორუმებზე, ასევე სოციალური ქსელების აფხაზურ და ოსურ ჯგუფებში მთავარ განსახილველ თემად იქცა. 

კომენტატორთა შეფასებები განსხვავებულია: ნაწილი აყოლილია კრემლის პროპაგანდას და იმეორებს ნარატივს “რუსოფობი რადიკალებისა” და “დასავლეთიდან მართული ექსტრემისტების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის” შესახებ; ნაწილი ცდილობს, მოვლენებში დეტალურად გაერკვეს და მომხდარის რეალური მიზეზები დაადგინოს; ნაწილი “კრემლის ხელზე” და “საქართველოში რუსული გავლენის მიუღებლობაზე” წერს. ამასთან, ყველა ერთიანია აღშფოთებაში, რომელსაც აქციის ძალისმიერი დაშლისა და მისი შედეგების ამსახველი, ფართოდ გავრცელებულილ ფოტო- და ვიდეო-კადრები იწვევს.

თუმცა მთავარი აქ სხვა რამაა: საქართველოს ევროპული მომავლის იდეა  ბევრის, მათ შორის აფხაზებისა და ოსების თვალში ზღაპრად გადაიქცა.

ეს ნათლად ჩანს მათი კომენტარებიდან, რომელიც ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებლის მიერ აფხაზებისა და ოსებისადმი პრემიერ ბახტაძის ადრინდელი მიმართვის დღეს “გაშეარებულ” ტექსტს მოსდევს. 

ჯერ თავად ბახტაძის მიმართვის ტექსტს მოგიყვანთ, რომელზეც მისმა განმთავსებელმა ინტერნეტ-მომხმარებელმა რეინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი “მონიშნა”, ხოლო შემდეგ – აფხაზებისა და ოსების რამდენიმე კომენტარის ქართულ თარგმანს.

მამუკა ბახტაძე: «დღეს ამ ტრიბუნიდან მსურს, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. საქართველოს ყოველი მიღწევა – თქვენი მიღწევაა… ჩვენს მომავალს მხოლოდ თქვენთან ერთად ვხედავთ. თქვენ უნდა მოგეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისა და სხვა კუთხით... მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ასევე რუსეთს: ნუ გვიშლით ხელს და ნუ უქმნით წინაღობებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მიეცით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ღირსეული ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა.



ამ ტექსტს 20 მაისის აქციის დაშლის ამსახველი კადრები მოსდევს:





ახლა კი – აფხაზებისა და ოსების კომენტარები:




როინ აგრბა: “მორიგი არაკები საიქიოდან”; 

ალან აბაევი: “ამ ფოტოებზე კარგად ჩანს, როგორ იცავენ საქართველოში ადამიანის უფლებებს”;

გალინა გუჩმაზოვა: “ჩვენს გარეშე  ევროპაშიც კი არ უნდათ ცხოვრება თურმე... თუ კარგად მოიქცევიან, შემოვიერთებთ სამხრეთ ოსეთის კულტურულ ავტონომიად. ოღონდ დასაწყისისთვის ოსური ენა შეისწავლონ, თორემ სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში ადაპტირება გაუჭირდებათ”;

არკადი სიუკაევი: “მალე საქართველოსგან მხოლოდ მოგონებები დარჩება… თავადაც აღარ იციან, რა უნდათ, აიხლართნენ საკუთარ ოცნებებში... როგორც კრილოვის იგავ-არაკშია, ექაჩებიან ამ საცოდავ დარჩენილ ტერიტორიას სხვადასხვა მიმართულებით))) თანაც ამაში ირგვლივ ყველას ადანაშაულებენ, საკუთარი თავის გარდა!

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა