ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილი მდგომარეობა განიხილა

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სხდომაზე შეაფასეს საქართველოში გამართული საპროტესტო აქცია. 

მისი თქმით, „ექსტრემისტული ელემენტების მიერ მოწყობილი რუსოფობიური პროვოკაცია“ რუსი პარლამენტარების მიმართ უშიშროების საბჭოს მიერ შეფასდა როგორც „ძალიან საშიში გამოვლინება“.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თბილისში განვითარებულ მოვლენებს „საშინელი პროვოკაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი „პროდასავლური რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს მკაცრად გმობს“. ხოლო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარებისას საქართველოს ხელმძღვანელობის ქმედებები საერთაშორისო ღონისძიებები გამართვის ნორმებს ეწინააღმდეგება“.

თბილისში 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლების რეაქცია NDI–ს კვლევაზე: „მთავრობის საქმიანობის უარყოფით შეფასებას არ ვეთანხმები“