ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალგაზრდა დააკავეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის მონაწილეებთან გადაადგილდებოდა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით იგინებოდა.


აქციაზე მყოფმა სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ბრალდებით დააკავეს.


ბათუმში, ევროპის მოედანზე სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები თბილისში მიმდებარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp