საქართველო კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია: „თბილისში მიმდინარე მოვლენები გაკვეთილია მოსკოვისთის“

საქართველოში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

როგორც BBC  აღნიშნავს, დღეს საღამოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალი აქცია იმართება, რომლის მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.  

BBC აღნიშავს იმასაც, რომ ხუთშაბათს საღამოს გამართული პირველი აქცია ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს მას შემდეგ, რაც მათი ნაწილი პარლამენტის შენობაში შეჭრას შეეცადა, თუმცა უკვე მეორე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის გადადგომასაც მოითხოვდნენ პირველი აქციის მონაწილეები, პოსტიდან გადადგა.  

BBC-ს საზოგადო მოღვაწე ნიკოლაი ლევშიცის „ტვიტ–პოსტი“ მოჰყავს, რომელშიც ვკითხულობთ: „ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდების ძალიან დიდი რაოდენობაა შეკრებილი. მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს შს მინისტრი, რომელმაც წუხელ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სროლის ბრძანება გასცა. ახალგაზრდობა და სტუდენტები დღევანდელ აქციაზე ცალთვალახვეულები მოვიდნენ სოლიდარობის ნიშნად იმ მომიტინგეებისადმი, რომლებმაც წუხანდელი დარბევის შედეგად თვალები დაუზიანდათ“. 

თავად BBC–სთან ინტერვიუში კი ლევშიცმა აღნიშნა, რომ „პარლამენტის სპიკერის გადადგომა საპროტესტო აქციების დასრულებისთვის საკმარისი ვეღარ იქნება, რადგან აქციების ესოდენ ხისტი დაშლა საქართველოში ადრე არ მომხდარა“.  

პუბლიცისტი ოლეგ პანფილოვი კი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეები აღფოთებულები არიან იმ ფაქტითაც, რომ წუხელ ძალოვანებმა მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი სავალდებულო წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. როგორც პანფილოვი ამბობს, დღეს თბილისი ცენტრში გუშინდელთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანია შეკრებილი და აქცია იმართება ქუთაისშიც. 

თბილისში მიმდინარე მოვლენებს "Reuters", CNN, "The Guardian" და სააგენტო “ფრანს–პრესიც“ ეხმიანებიან. 

"პროტესტი თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, ხოლო პოლიციამ დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შენობის შტურმს აპირებდნენ, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა“, – წერს  Reuters.

"The Guardian" აღნიშნავს, რომ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ ათეულობით ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

„დოიჩე ველე“ კი მისი და ტელეკომპანია „დოჟდის“ მიმოხილველ კონსტანტინე ეგგერტის ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს სათაურით „თბილისში მიმდინარე მოვლენები - გაკვეთილია მოსკოვისთვის“.

„შავი გედები“ სწორედ ასე მოცურავენ: ვიღაც რაღაცას აკეთებს, რასაც მნიშვნელოვნად არ თვლის, თუმცა სხვამ, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, თვლიან მნივნელოვნადაც და შეურაცხმყოფელადაც და ამ მიზეზით მოულოდნელად ჩნდება კრიზისი, რომლის შედეგები ძნელად პროგნოზირებადია. სწორედ ასეთი სიტუაცია შექმნა საქართველოში რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა.  

თბილისში ლოზუნგებით „რუსეთ ოკუპანტია“ და „პუტინო წაათრიე საქართველოდან შენი მონები“ შეკრებილი დემონსტრანტების პარლამენტის შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ, მეორე დღეს კი მისმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ახალ ქვეყანაში შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს გაიმართოს და ყველაფერი ეს  – იმ ორგანიზაციის ასამბლეის გამო, რომელიც ხუთშაბათამდე ცოტამ თუ იცოდა. მხედველობაში მყავს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა... 1993 წელს ჩამოყალიბებული ამ ორგანიზაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა – რუსეთს სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტ დეპუტატ სერგეი გავრილოვს ვერ წარმოედგინა,  რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიული დარბაზის სპიკერატში სავარძლის დაკავება და სხდომის რუსულ ენაზე გახსნა, არ არის საუკეთესო დიპლომატიური სვლა ქვეყანაში, რომლესაც რუსეთმა 11 წლის წინ სამხედრო ძალის გამოყენებით ორი რეგიონი წაართვა.  

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და თავის დროზე მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველოსთვის“ უტიფარ რუს სტუმართან დაკავშირებული ინციდენტი კარგ საბაბად იქცა შეტევის მისატანად "მეოცნებეებზე“, რომლებსაც ისინი საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ექს–პრემიერ ბიძინა  ივანიშვილის „ჯიბის პარტიად და „კრემლის დაყვავებლად" მიიჩნევენ.  „ქართული ოცნების“ მთავრობა მართლაც თავშეკავებულად იქცევა მოსკოვთან მიმართებაში, თუმცა მის მიერ ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაზე საუბარიც ზედმეტია – ხალხი უფლებას არ მისცემს. „ერთიან ნაციონალური მოძრაობას" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა სურს, რადგან სურს, რომ “ოცნების" პოზიციები სადღეისოდ შესუსტებულია. ამ მხრივ პირველი შედეგი უკვე მიღწეულია – პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა უკვე დატოვა.

რა თქმა უნდა, თბილისში მიმდინარე მოვლენებს გააჩნია ხილული მიზეზები, რომელიც შიდაპოლიტიკური ბრძოლის სიბრტყეში მდებარეობს, თუმცა ეს ბრძოლა პირდაპირ კავშირშია 2008 წლის ომთან. და ათასობით დემონსტრანტის რისხვა , რომელიც გავრილოვის ქცევამ გამოიწვია, ხელოვნური ნამდვილად არ ყოფილა: საქართველოსთვის რუსეთის შეჭრასთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებელი ჭრილობა მოუშუშებლად რჩება.

მიუხედავად ამისა, გავრილოვი, ნებსით თუ უნებლიედ, ამ დრომდე ვერ აცნობიერებს რამ გამოიწვია ამხელა ამბავი. „კომერსანტთან“ ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ ასამბლეის საბერძნეთში გამართვის დროს სპიკერის სავარძელი უპრობლემოდ დაუთმეს, ისევე, როგორც ლიბანში... ძნელი სათქმელია, რამდენად გულწრფელია ამაზე საუბრისას ბატონი გავრილოვი, თუმცა ალაბათ, ხანდახან მაინც ტვინი უნდა დაატანო,სად და რას აკეთებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, პუტინის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა უკვე წამოიწყეს ჩვეული სიმღერა „ანტირუსული ძალების პროვოკაციაზე“ და „რუსოფობიაზე“, თუმცა რეალურად პროვოკაციას რუსი კომუნისტი დეპუტატის, რბილად რომ ვთქვათ, შეუსაბამო ქცევა წარმოადგენდა.

ოფიციალურ მოსკოვში დღემდე მეფობს ქედმაღლობა ყოფილი „კოლონიალური ხალხების“ მიმართ და ღრმა რწმენა იმისა, რომ ისინი გადამწიფებული ბავშვები არიან, რომელთაც თავად არც გრძნობები გააჩნიათ, არც აზრი და ამიტომაც ადვილად მართავენ „ბოროტი ამერიკელები“. (აბა აშშ–ის და „რუსოფობიის“ გარეშე კრემლის მესვეურები როგორ გაძლებენ?!).

ეს რუსული ელიტის არა უბრალოდ საფირმო სტილია, არამედ მისი ფსიქოტიპი, ის მართალაც ასე ფიქრობს, პუტინის პირობებში კი ის მმართველობის არაფორმალური ეტიკეტის ნეოსაბჭოური იდეოლოგიისა და მისი განმასახიერებელი პრეზიდენტის განუყოფელ ნაწილად იქცა.   

მათ შორის ამის გამოც მოსკოვი განწირულია, სამომავლოდაც კარგოს გეოპოლიტიკური პოზიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოში  ხელისუფლებაში რადიკალურად პროდასავლური მტავრობის მოსვლის ვარიანტი ახლა კიდევ უფრო რადიკალური გახდა, ვიდრე გასულ ხუთშაბათამდე იყო, ეს ნამდვილად არ არის რაც კრემლს სჭირდება, ის, რაც კრემლს სჭირდება, მაგრამ ნამდვილად არის ის , რასაც ის აუცილებლად მიიღებს. 

მით უფრო, რომ როგორც ამასწინანდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა რუსული საზოგადოების აქტიურ ნაწილს სულ უფრო ნაკლებად სჯერა ზღაპრების პოსტსაბჭოთა მეზობლების სიბეცისა და იმის შესახებ, რომ მათთან მუდმივი სიღარიბეა და ქაოსი, პუტინური „სტაბილურობისგან“ განსხვავებით. და როდესაც კრემლი ტრადიციულ კითხვას უსვამს რუსეთის მოქალქეებს, „თქვენ რა, გინდათ, ისევე იცხოვროთ, როგორ უკრაინაში და საქართველოში?“, ბოლო დროს ტრადიციული პასუხის „ღმერთმა დაგვიფაროს“ ნაცვლად, სულ უფრო ხშირად ისმის „რა თქმა უნდა!“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“