„კომერსანტის“ ცნობით, მისი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში "კომერსანტის“ ჟურნალისტი არ შემოშვეს, –იუწყება "კომერსანტი". 

გამოცემის ინფორმაციით, ვლადიმირ სოლოვიოვი მოსკოვიდან თბილისის აეროპორტში 21 ივნისს ჩაფრინდა, ის სასაზღვრო კონტროლზე გააჩერეს, პასპორტი წაართვეს და 3-საათიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ რუსეთში უახლოესი რეისით დააბრუნებდნენ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს