საქართველოში ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.1%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2019 წლის იანვარ-აპრილში 3 860.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.3 %–ით მეტია. 

აქედან, ექსპორტი 1 133.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (17.9 %–ით მეტი), ხოლო იმპორტი - 2 726.7 მლნ. აშშ დოლარი (3.1 %–ით ნაკლები). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-აპრილში 1 593.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3% შეადგინა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე