სოხუმი “მზადაა”, მიიღოს რუსი ტურისტები, რომლებსაც მოსკოვი საქართველოში საგზურებს იძულებით აუქმებინებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი იწვევს რუს ტურისტებს, რომლებიც ოფიციალური მოსკოვის მიერ გუშინ თბილისისთვის დაწესებული სანქციების გამო იძულებულები გახდნენ, საქართველოში დასვენება გაეუქმებინათ.

ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფების კურორტებისა დატურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა განაცხადა.


როგორც ცნობილია, ოკუპირებულ რეგიონში ახლა ტურისტული სეზონია, თუმცა მძიმე კრიმინოგენული ვითარებისა და სერვისის ძალზე დაბალი დონის პირობებში მოსკოვმა სულ ახლახანს რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში დასვენების რისკების შესახებ ოფიციალურად გააფრთხილა. ამან რუსეთიდან ოკუპირებული რეგიონისკენ ისედაც არცთუ დიდი ტურისტული ნაკადი კიდევ უფრო შეამცირა. 

ახლა სოხუმის რეჟიმი ცდილობს, საქართველო-რუსეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების მორიგი ესკალაციით ისარგებლოს. 


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა