"რუსთავი2" "ქართული ოცნებისა" და მისი ლობისტების სკანდალური მიმოწერის განსაჯაროებას აანონსებს

ტელეკომპანია "რუსთავი2" მმართველი პარტია "ქართული ოცნებისა" და მისი ლობისტების სკანდალური მიმოწერის განსაჯაროებას აანონსებს.

ტელეარხის მტკიცებით, შესაბამისი დოკუმენტი „რუსთავი2“-ს მიაწოდეს.



„მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და“რუსთავი2“ ეტაპობრივად შიფრავს. ერთ-ერთი ეპიზოდი ოპოზციის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის ‘შავი პიარკამპანიის“ დაგეგმვას უკავშირდება. ირკვევა, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს „შავ კამპანიას“ გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც იმჟამად ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. 

„ქართული ოცნება“ და მისი ლობისტები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამხდარიყო. მათი მიზანი კი იყო ის, რომ ეს ფაქტი არ დაეშვათ. განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელზე მთავარი დამკვირვებელი ტრადიციულად ეუთო უნდა ყოფილიყო“, – იუწყება „რუსთავი 2“.

გიგი წერეთელის თქმით, ამ „შავი კამპანიით“ ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა. იგი ხელისუფლებას  ხელისუფლებას, რომ ლობისტები ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს და არა საქართველოს წარმომადგენლების წინააღმდეგ საბრძოლველად. 

„ფული ლობისტების საქმიანობას უნდა მოხმარდეს საქართველოსთვის, ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის ლობირებისთვის, ლობირებისთვის რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის და სხვა. ეს ფული თუ ხმარდება იმას, რომ ისევ საქართველოს წარმომადგენელს სადღაც შეებრძოლონ,  ეს არის ცუდი და ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს არასოდეს, ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის: 2016 წელს გიგი წერეთელი ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აირჩიეს და ხმების უმეტესობა ავსტრიის პარლამენტის წევრმა კრისტინე მუტონენიმ მიიღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მუტონენის პარტიამ არჩევნებზე საკმარისი ხმები ვერ მიიღო, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიგი წერეთელი გახდა. 2018 წელს კი წერეთელი უკვე აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp