“კადიროვს საქართველოს მიმართ აგრესიაზე არ მიუნიშნებია და საერთოდ, ცუდს არაფერს გულისხმობდა”

გროზნომ განმარტა, რას გულისხმობდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი “თბილისამდე სულ რაღაც 200 კმ-ის მანძილზე” საუბრისას.

“კადიროვს აგრესია არ უგულისხმია და საერთოდ, საშიშზე არაფერზე მიუნიშნებია. ბრძანების გარეშე არავის დასახმარებლად არავინ წავა და არც აპირებს ამას. ნუ აღიქვამთ 200 კმ-ის შესახებ ფრაზას ყველა სხვა გაგებით, გარდა 200 კმ-ისა: თბილისამდე მართლაც ამდენი გვაშორებს, ანუ ახლოსაა და შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით», — განაცხადა ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკისა და საგარეო კავშირების მინისტრმა ჯამბულათ უმაროვმა. 

ამავე თემაზე: კადიროვი საქართველოს მთავრობას მიმართავს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ საქართველო NATO-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას 31 დეკემბრამდე მოვახდენო“