თბილისში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

ძლიერი ქარის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ისინი სიმაღლიდან გადავარდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილი სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp