მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციის გავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ–გვერდზე ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის - მოქალაქეები შეძელებენ, თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.  ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები სააგენტოს ვებგვერდის სა.გოვ.გე-ის საშუალებით შეძლებენ შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური. მათივე ინფორმაციით, ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება - შMშ ან ელექტრონული ქვითარი)“, – აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა