ტრამპმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა.

ტრამპის განცხადებით, ახალი სანქციების მიხედვით,  ფინანსურ რესურსებზე წვდომას ირანის სულიერ ლიდერსაც შეუზღუდავენ.

სანქციების დაწესების მიზეზი ამჯერად უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება გახდა. რამდენიმე დღის წინ "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სამხედროებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ირანის არმიაში განაცხადეს, რომ ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია, თუმცა ვაშინგტონი აცხადებს, რომ აპარატი ჰორმუზის სრუტის თავზე საერთაშორისო საჰაეროს სივრცეში გადაადგილდებოდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp