ჰანი – საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე: "ყველაფერი კარგად მიდის"

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით "ყველაფერი კარგად მიმდინარეობს". ამის შესახებ ევროკომისარმა ჟურნალისტებს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე განუცხადა.

ამასთან ევროკომისარმა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნებისადმი ინვესტორების ინტერესი და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება სწორედ ამასთან არის კავშირში: 

„რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ეკონომიკურ განვითარებას, მით უფრო მეტად აისახება ეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებელობასა და ხარისხზე. ვფიქრობ, ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, უნდა განახორციელონ ის, რაც უკვე არსებობს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების კუთხით, რათა გააქტიურდეს ეკონომიკური განვითარება და გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები. ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ, რა მომავალი ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp