ირანი აშშ–ის გადაწყვეტილებას პასუხობს

ირანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აიათოლა ალი ჰომენეისა და სხვა ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

ოფიციალური თეირანის თქმით, სანქციების დაწესება ირანსა და ამერიკას შორის დიპლომატიისკენ მიმავალ გზას პერმანენტულად ჩაკეტავს. ამის შესახებ ცნობას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტრამპმა ირანის სულიერი ლიდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელი გუშინ მოაწერა. სანქციების ახალი რაუნდი ირანის მიერ ამერიკული სამხედრო დრონის ჩამოგდებას უკავშირდება. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ სანქციების დაწესებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგაც აპირებენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს