პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მანდატურები ნიკა მელიას დარბაზიდან გაყვანას ცდილობენ

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო. ხმაური გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნამ, დღის წესრგიში შევიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითვალისწინებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას ინიციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიციის მოთხოვნა ადგილიდან გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ისინი ერთმანეთს ადგილიდან უყვირიან. ნიკა მელიამ და შოთა ხაბარელმა ერთმანეთისკენ მიკროფონებით გაიწიეს.

პლენარული სხდომა ამ დროისთვის შეწყვეტილია. მანდატურები ნიკა მელიას დარბაზიდან გაყვანას ცდილობენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის კონსორციუმი" მთავრობის მხრიდან "საბოტაჟის" კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს