ცხინვალმა და ლუგანსკმა „დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს“

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და მისმა ლუგანსკელმა კოლეგამ ვლადისლავ დეინეგომ „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების შესახებ ე.წ. შეთანხმება გააფორმეს. ხელმოწერის ცერემონიას რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონის დე ფაქტო ლიდერები ანატოლი ბიბილოვი და ლეონიდ პასეჩნიკოვი ესწრებოდნენ, –იუწყება ოსური მედია. 

როგორც ცერემონიის დასრულების შემდეგ მედოევმა აღნიშნა ეს „ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხრეთ ოსეთისა და ლუგანსკის რესპუბლიკების შემდგომი საერთაშორისო აღიარების მიმართულებით“.  

ცნობისთვის: “ მანამდე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა და მისმა ლუგანსკელმა კოლეგამ 2018 წელს გაფორმებული ე.წ დოკუმენტის – „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს. 







ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა