"პრეზიდენტმა და ოპოზიციამ “ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ"

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, "აფხაზეთის ოკუპაციაზე" საუბრისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, რომელიც მან  “საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით” მოიწვია. 

“ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც რუსეთს ადანაშუალებენ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ “ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და ჩვენი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ხსენების გარეშე გადაჭრან საკუთარ პრობლემები”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp