იუსტიციის სამინისტრომ პატიმრებისთვის სვირინგების მოსაშორებლად 48 000 ლარი გამოჰყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრომ პატიმრებისთვის სვირინგების მოსაშორებლად 48 000 ლარი გამოჰყო.

ამის შესახებ მინისტრმა  თეა წულუკიანმა განაცხადა.

"პატიმრები ახალ-ახალ მეთოდებს ეძებენ და იგონებენ იმისთვის, თუ როგორ გაიკეთონ კუსტარულად თვითონვე ტატუ, ეს ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მე მათ მინდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი იმისთვის, რომ ეს შემდეგ არ არის ადვილი მოსაშორებელი, "პასტით" და მელნით გაკეთებული, ამიტომ ჩვენ ამ თანხად – 48 000 ლარად მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ, რომ მოვაშოროთ ტატუ. რესოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2013 წლიდან 130-მდე ყოფილ პატიმარს, მათ შორის არასრულწლოვნებს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა, რომ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი“,- განაცხადა წულუკიანმა.











ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა