პირი, რომელმაც რუსული დროშა ფეხქვეშ გათელა, სომხეთში გუბერნატორად აირჩიეს

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის „ნათელი სომხეთი“ ხელმძღვანელი ედმონ მარუქიანი ხელისუფლებისგან იმის განმარტებას მოითხოვს, „როგორ შეიძლება, რომ პირი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რუსული დროშა დემონსტრაციულად ფეხქვეშ გათელა, ქვეყნის ერთ–ერთი ოლქის გუბერნატორად იქნას არჩეული“. 

საუბარია 4 წლის წინანდელ ინციდენტზე. მაშინ ერევანში რუსეთის საელჩოს წინ გამართულ აქციაზე სომხეთის არაგაწონის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი დავით გევორგიანი რუსეთის სახელმწიფო დროშის დაწვას ცდილობდა, ხოლო როცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა, გევორგიანმა დროშა მიწაზე დააგდო და ფეხით შესდგა.  ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო–კადრები ადგილობრივმა მედიამ ბოლო დღეების განმავლობაში გაავრცელა.  

„ვფიქრობ, შეიძლება, არსებობდნენ მოქალაქეები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებენ და საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ ამ ქვეყნის დროშის შეურაცხყოფით, მაგრამ ვერაფრით ვიგებ, როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი მაღალ თანამდებობაზე ინიშნებოდეს სომხეთში, რომლის ხელისუფლება რუსეთთან ბრწყინვალე ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის იბრძვის“, – წერს მარუქიანი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.










ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროპარლამენტის არჩევნები და მისი შესაძლო გავლენა საქართველოზე