„სერიოზული შიდა ბრძოლა მაქვს, შესაძლოა, მღვდელი გავხდე“

საქართველოდან გაძევებული რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი არ გამორიცხავს, რომ მღვდელი გახდეს.

“მინდა, ვთქვა, რომ სერიოზული შიდა ბრძოლა მაქვს იმიტომ, რომ ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული, მე მისი საფლავის მონახულება მინდოდა. მე სემინარიას ვამთავრებ და, შესაძლოა, მღვდელი გავხდე და მე მომიწევს მსგავსი ტიპის ადამიანებისგან აღსარების ჩაბარება. მე მზად უნდა ვიყო, რომ მათ ეს ცოდვები ვაპატიო, თუმცა, არ შეიძლება ვაპატიოთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წყენა, არ შეიძლება, ვაპატიოთ ღია თავდასხმები, მუქარები, ფურთხება ჩვენს ქვეყანაზე, ასეთი რაღაცების პატიება არ შეიძლება",- აცხადებს გავრილოვი "Россия 24"-თან საუბრისას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება