თელავში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 27 წლის ქალი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა და ახალგაზრდას ტყვია შემთხვევით მოხვდა.

დაჭრილს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, დაჭრილის  მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს