ნიკა მელიას ადვოკატი: "პროკურატურა ფორსმაჟორში მუშაობს"

ენმ–ის წევრ ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი პროკურატურაში გამოცხადდა. ადვოკატის თქმით, პროკურატურა "ფორსმაჟორში მუშაობს და სავარაუდოდ, ახლა მიმდინარეობს მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნა, ვინაიდან მოთხოვნის მიუხედავად, მტკიცებულებები დაცვის მხარეს ამ დრომდე არ გადასცემია".  

"პირველი წუთებიდან არის საპროცესო დარღვევები: ვითხოვთ მტკიცებულებებს, არავითარი მტკიცებულება არ გადმოგვცემია. პარლამენტში გადაგზავნილ მტკიცებულებები შეუსაბამო ფაქტებია, თითქოს ის მიიმალება, აქვს ორი პასპორტი, საზღვარგარეთ რამდენჯერმე არის ნამყოფი. ასეთ საკითხებს განიხილავს ახლა პარლამენტი",– განაცხადა ადვოკატმა. 

ამასთან მას პრეტენზიები აქვს თავად ბრალის ფორმულირებასთან, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მელია ამჟამად იმყოფება პარლამენტში და მზად არის, წარსდგეს მართლმსჯულების წინაშე.

ცნობისთვის: ამ წუთებში პარლამენტი პროკურატურის მოთხოვნის საფუძელზე მელიასთავის სადეპუტატო მანდატის მოხსნის საკითხზე მსჯელობს. საკითხი იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp