საოკუპაციო ხაზთან ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში  ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება.

ტერიტორიაზე, ფეხბურთის აკადემია იქნება, დღეს სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩადეს. 

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება, დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. ასევე აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი.  პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა