პროკურატურა განმარტავს, რატომ ითხოვს ნიკა მელიას დაპატიმრებას

საქართველოს გენპროკურატურა განმარტავს, რატომ ითხოვს ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიას დაპატიმრებას. 

პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც გენპროკურორმა შალვა თადუმაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს გაუგზავნა.

“დაახლოებით 21 საათზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა, ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ პერიმერტზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა და ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა”, – ნათქვამია წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკა მელია მიიმალება:

“გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნიკანორ მელია საზღვარგარეთ თავისუფლად შეძლებს სათანადო პირობების შექმნას, შესაბამისი კონტაქტების დამყარებას საიმისოდ, რომ სამომავლოდ თავი აარიდოს მართლმსაჯულებას. მისი მიმალვის საფრთხეს ისიც აძლიერებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან “მასთან ახლო კავშირში მყოფი პირები”.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp