აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაციასაქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვისურთიერთანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 დევნილ ბენეფიციარს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

დაბა წყნეთში დევნილ დათო შენგელიასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ორგანიზაციასაქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვისწარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მას ეტლი პირადად გადასცეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საერთაშორისო ასოციაციასაქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვისშორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა. შეთანხმება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შშმ პირთათვის ეტლებით დახმარებასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა