თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში, ტრაპზონში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა. 

ავარია დილით, 03:45 საათზე დასახლება ფაზართან, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ავტობანზე მოხდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. დაშავებული ქალაქ რიზეს კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდაცვლილთაგან ერთის ცხედარი რიზეს ერდოღანის სახელობის კლინიკის, ხოლო მეორე დაბა ფაზარის პროზექტურაში არის მოთავსებული.

ადგილზე იმყოფებიან ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"