ბიბილოვი: „ზელენსკის, მაკრონს და სხვებს რინგზე არ გამოვიწვევ, რაღაცნაირი სუსტები არიან“

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „უკრაინის, დასავლეთის სახელმწიფოების სამხრეთ ოსეთისადმი სხვა არაკეთილმოსურნე ქვეყნების ლიდერებს რინგზე არ გაიწვევდა, რადგან „სუსტი მეტოქეები“ არ უყვარს. 

„სამხრეთ ოსეთის მიმართ არაკეთილმოსურნე სახელმწიფოებში ვერ ვხედავ ლიდერებს, რომლებიც ჩემს მეტოქეობას შეძლებდნენ. ყველანი რაღაცნაირი სუსტები არიან. რომელი ივარგებს – ზელენსკი თუ მაკრონი?! კანადელი პრემიერი ვიცი ჯასტინ ტრიუდო, მართალია, მოკრივეა, მაგრამ რიგზე ერთიერთობაში არ გამოდგება. აი, ისეთ ქვეყნებში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილები [ფიზიკურად] ძლიერი ლიდერი ბევრი ვიცი, უპირველესად, რა თქმა უნდა, პუტინი, ასევე ასადი, ვენესუელის პრეზიდენტი მადურო და დანიელ ორტეგა. მიყვარს მამაკაცები მამაკაცური იერითა და სულით, უშიშარი მზერით. დასანანია, რომ მსგავსი მამაკაცები დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ცოტაა“,– განაცხადა ბიბილოვმა რუსული „ცარგრადისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp