საქართველოდან გაძევებული რუსული დელეგაციის წევრმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ბობოხიძის „შემოწმების“ მოთხოვნით მიმართა

20 ივნისს საქართველოდან გაძევებული რუსული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა ნიკოლაი ზემცოვმა რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ბასტრიკინს მიმართა თხოვნით "შეამოწმონ“ ქართველი დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთში რუსების ხოცვის შესახებ განაცხადა. 

საუბარია, სავარაუდოდ, აკაკი ბობოხიძეზე, რომლის რუსი დეპუტატებისადმი  მიმართვის ამსახველი კადრები ფართოდ გავრცელდა.


„იმ დღეს პარლამენტში მოვლენების განვითარებისას ერთ–ერთმა ქართველმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვის და რუსული დელეგაციის სხვა წევრების მისამართით წარმოთქვა ფრაზა: „გხოცავდით თქვენ აფხაზეთში, გხოცავთ და კიდევ დაგხოცავთ“. მოგმართავთ თხოვნით, ქართველი დეპუტატის ეს განცხადება ჩაითვალოს 1992–93 წლების ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დროს რუსეთის მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირის საჯარო აღიარებად. ამასთანავე, შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ბობოხიძე არა მარტო კავშირშია, არამედ გეგმავს კიდეც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მძიმე დანაშაულებს. მართალია, უნდა გავითვალისწინოთ ბობოხიძის კონტუზია და აფექტის მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ადგილი, სადაც მისი მხრიდან ეს განცხადება გაისმა, სახუმარო არ არის – ეს საქართველოს პარლამენტია, ხოლო მისი განცხადების ადრესატი – რუსეთის დელეგაცია, შესაბამისად, ეს არის გამოწვევა და აღიარება, რომელიც მან აფექტის მდგომარეობაში გააკეთა. მსურს, ბატონმა ბობოხიძემ აუხსნას რუს გამომძიებლებს, [1992–93წწ მოვლენები] სამხედრო კონფლიქტი იყო, თუ ორგანიზებული დანაშაული. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია, საგამოძიებო კომიტეტს შესაბამისი ვიდეომტკიცებულება წარვუდგინო. მსგავსი განცხადებები რუსული მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა რჩებოდეს“, – განაცხადა  ნიკოლაი ზემცოვმა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 წევრი დააკავა (ვიდეო)