„პუტინის რეჟიმი მყისიერად დაემხობა და მას არავინ დაიცავს“

პუტინის რეჟიმი გაცილებით უფრო მალე დაემხობა, ვიდრე ბევრს ჰგონია, თვლის რუსი პოლიტოლოგი, მოსკოვი სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, პოლიტიკური ხედვის გამო ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გათავისუფლებული ვალერი სოლოვეი.  

მისივე შეფასებით, ამჟამად რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში ყოყმანი და ნევროტულობა იზრდება, რადგან გაუჩნდათ მომავლის შიში, თავად პრეზიდენტ პუტინს კი გარემოცვა ამასობაში ერთგვარ საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებს და ატყუებს ყველაფერი არაჩვეულებრივადააო. 

„რუსეთში ცვლილებები უკვე მოახლოებულია. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ უცნაურადაა მოწყობილი: ხელისუფლება შეიძლება, მონოლითურად და მძლავრად გვეჩვენებოდეს, შეიძლება, ვინმეში შიშს, პანიკას, გაქვავებასაც იწვევდეს, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გაირკვევა, რომ მეფე სრულიად შიშველია. და ეს, როგორც წესი, ელვისებური მოულოდნელობით ხდება – სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ურყევად წარმოგვედგინა, კარტის სახლივით იფშვნება. გაიხსენეთ 1991 წლის აგვისტო, როდესაც "კაგებეს" ოფიცრები თავის კაბინეტები ისხდნენ ლუბლიანკაზე და კონიანკს წრუპავდნენ, მაშინ, როდესაც მოსკოველები პირდაპირ მათი ფანჯრების ქვეშ ამსხვრევდნენ მათ კერპს – ძერჟინსკის ძეგლს... იგივე გველის დღესაც, რადგან ქვეყნის მმართველები – ეს იმ ჩეკისტების შთამომავლობიდან ყველაზე უარესი კადრებია“, – დარწმუნებულია სოლოვეი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კომპანიას წარდგენილი ჰყავს ორი ინვესტორი, დაველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან“